ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2018, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T4646 - ტენდერი ობიექტების ბრენდირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს ობიექტების ბრენდირებაზე

  • ნომრით #-EF-GE/-418
  • დანიშნულება: ობიექტების ბრენდირება

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სატენდერო წინადადება;
  • სააპლიკაციო შევსების ფორმა;
  • საბეჭდი ლოგო;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დაბეჭდილი ნიმუში;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 დღე;
  • ფასების მოწოდების პრინციპი იხილეთ თანდართულ ფაილში.

შერჩეული კომპანიის მოვალეობები:

  • კომპანიას გაეგზავნება დასაბრენდი ობიექტის მონაცემები (მისამართი, სახელწოდება, საკონტაქტო პირი და ა.შ) და ამ მისამართზე უნდა მივიდეს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს აზომვით სამუშაოებს;
  • აზომვითი სამუშაოების საფუძველზე კომპანიამ უნდა დაამუშაოს დიზაინი, მოარგოს კონკრეტულ ობიექტს და გამოაგზავნოს ვიზუალი დასამტკიცებლად;
  • დიზაინის დადასტურების შემდეგ უნდა დაიბრენდოს ობიექტი შეთანხმებული დეტალების შესაბამისად.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 10.12.2018 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 20.12.2018 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ ტაბატაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები