17 დეკემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4657 - ტენდერი მონეტების მასორტირებელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს მონეტების მასორტირებელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე.
# | დასახელება | რაოდენობა | ფასი |
1 | მონეტების მასორტირებელი 8 ჯიბიანი მანქანა - Scancoin MS9 | 4 ცალი | |
2 | მონეტების მასორტირებელი 8 ჯიბიანი მანქანა - შემოთავაზებული ალტერნატივა | 4 ცალი | |
3 | მომსახურება 1 წელი (დეტალები იხილეთ ქვემოთ) |
შენიშვნა:
* ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
მოთხოვნები:
- ჯიბეების რაოდენობა მინიმუმ 8+2 (ჩასატვირთი 1, საეჭვო 1, ნამდვილი 8);
- ნომინალის შემოწმება;
- თვლის ელექტრონული სისტემა არანაკლებ 6 თანრიგიანი ინდიკატორით;
- გადათვლა/სორტირების სხვადასხვა რეჟიმების შესაძლებლობა;
- წინასწარ დაპროგრამებულ რაოდენობაზე ავტომატური გაჩერება;
- გარე ეკრანის მიერთების საშუალება;
- კომპიუტერთან ინტეგრირების საშუალება;
- ინტერფეისის ენა: რუსული, ინგლისური;
- პრინტერის მიერთებისა და ლოკალურ ქსელში ჩართვის შესაძლებლობა;
- სავარაუდო ზომები: სიგანე 900მმ, სიღრმე 350მმ, სიმაღლე 300მმ;
- ჩასატვირთი ჯიბის ტევადობა – მინიმუმ 2200 - 2500 მონეტა;
- სიჩქარე დაახლოებით 2500 მონეტა წუთში;
- მიმღები ჯიბე - ტომარა;
- დამატებითი ფუნქცია: მონეტების როლების გამზადების შესაძლებლობა (Coin Tubes)
- ელექტრომომარაგება: ერთფაზიანი ძაბვა 220 ±10% ვოლტი. სიხშირე 50 ჰერცი ±5%. სიმძლავრე – 200 ვტ;
- ჩინური მოდელები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გია გოგიბერიძე
ტელ: (+995 32) 2 444 444 (*7845)
მობ: 593 34 05 40
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=983&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა