ჩაბარების ვადა:

17 დეკემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4657 - ტენდერი მონეტების მასორტირებელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს მონეტების მასორტირებელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე.

# დასახელება რაოდენობა ფასი
1 მონეტების მასორტირებელი 8 ჯიბიანი მანქანა - Scancoin MS9 4 ცალი  
2 მონეტების მასორტირებელი 8 ჯიბიანი მანქანა - შემოთავაზებული ალტერნატივა 4 ცალი  
3 მომსახურება 1 წელი (დეტალები იხილეთ ქვემოთ)    

შენიშვნა:
* ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

მოთხოვნები:

  • ჯიბეების რაოდენობა მინიმუმ 8+2 (ჩასატვირთი 1, საეჭვო 1, ნამდვილი 8);
  • ნომინალის შემოწმება;
  • თვლის ელექტრონული სისტემა არანაკლებ 6 თანრიგიანი ინდიკატორით;
  • გადათვლა/სორტირების სხვადასხვა რეჟიმების შესაძლებლობა;
  • წინასწარ დაპროგრამებულ რაოდენობაზე ავტომატური გაჩერება;
  • გარე ეკრანის მიერთების საშუალება;
  • კომპიუტერთან ინტეგრირების საშუალება;
  • ინტერფეისის ენა: რუსული, ინგლისური;
  • პრინტერის მიერთებისა და ლოკალურ ქსელში ჩართვის შესაძლებლობა;
  • სავარაუდო ზომები: სიგანე 900მმ, სიღრმე 350მმ, სიმაღლე 300მმ;
  • ჩასატვირთი ჯიბის ტევადობა – მინიმუმ 2200 - 2500 მონეტა;
  • სიჩქარე დაახლოებით 2500 მონეტა წუთში;
  • მიმღები ჯიბე - ტომარა;
  • დამატებითი ფუნქცია: მონეტების როლების გამზადების შესაძლებლობა (Coin Tubes)
  • ელექტრომომარაგება: ერთფაზიანი ძაბვა 220 ±10% ვოლტი. სიხშირე 50 ჰერცი ±5%. სიმძლავრე – 200 ვტ;
  • ჩინური მოდელები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გია გოგიბერიძე
ტელ: (+995 32) 2 444 444 (*7845)
მობ: 593 34 05 40
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 დეკემბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=983&lang=geo

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დოკუმენტაცია