21 დეკემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4672 - ტენდერი მომატებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი დასაქმებულის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge
კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის N 381 დადგენილების შესაბამისად, მომატებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი დასაქმებულის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
სატენდერო მოთხოვნები:
ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება
- თანამშრომლების რაოდენობა: 210
- თანამშრომელთა საშუალო ასაკი: 33
- გთხოვთ შემოგვთავაზოთ დასაქმებულის სავალდებულო დაზღვევა - ლიმიტით 5000 ლარი
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
- მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;
სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
- სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სადაზღვევო პაკეტები ფასებით, მომსახურების აღწერილობა, პირობები და პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების ჩამონათვალი ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით, ჩვენი კომპანიის საკონტაქტო პირის ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი.
- მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- იურიდიული ფორმა და სრული დასახელება; ხელმძღვანელის თანამდებობა, სახელი და გვარი; საიდენტიფიკაციო კოდი; იურიდიული და ფაქტიური მისამართი; მომსახურე ბანკის დასახელება; ბანკის კოდი; ანგარიშის ნომერი: საკონტაქტო პირის: ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ჩვენი კომპანიის საკონტაქტო პირის ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი, არაუგვიანეს 2018 წლის 21 დეკემბრისა შემდეგ ელ.ფოსტაზე: tamar.kakabadze@frego.ge
დამატებითი ინფორმაციის, ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ დაუკავშირდით თამარ კაკაბაძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tamar.kakabadze@frego.ge ან ტელეფონზე 299 99 10 (103) / 574900440.
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები