ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4672 - ტენდერი მომატებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი დასაქმებულის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით

ტენდერის აღწერილობა: 

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge

კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის N 381 დადგენილების შესაბამისად, მომატებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი დასაქმებულის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

სატენდერო მოთხოვნები:
ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება

  • თანამშრომლების რაოდენობა: 210
  • თანამშრომელთა საშუალო ასაკი: 33
  • გთხოვთ შემოგვთავაზოთ დასაქმებულის სავალდებულო დაზღვევა - ლიმიტით 5000 ლარი

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
  • მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:

  • სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სადაზღვევო პაკეტები ფასებით, მომსახურების აღწერილობა, პირობები და პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების ჩამონათვალი ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით, ჩვენი კომპანიის საკონტაქტო პირის ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი.
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • იურიდიული ფორმა და სრული დასახელება; ხელმძღვანელის თანამდებობა, სახელი და გვარი; საიდენტიფიკაციო კოდი; იურიდიული და ფაქტიური მისამართი; მომსახურე ბანკის დასახელება; ბანკის კოდი; ანგარიშის ნომერი: საკონტაქტო პირის: ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ჩვენი კომპანიის საკონტაქტო პირის ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი, არაუგვიანეს 2018 წლის 21 დეკემბრისა შემდეგ ელ.ფოსტაზე: tamar.kakabadze@frego.ge

დამატებითი ინფორმაციის, ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ დაუკავშირდით თამარ კაკაბაძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tamar.kakabadze@frego.ge ან ტელეფონზე 299 99 10 (103) / 574900440.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები