ჩაბარების ვადა:
25 დეკემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4674 - ტენდერი ლეპტოპის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის: ლეპტოპის შესყიდვაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ლეპტოპი - 10 ცალი;
- შესაბამისი ბრენდის და ფერის უკაბელო მაუსი - 10 ცალი.
*პროდუქციის სასურველი ბრენდი - HP ან DELL
პარამეტრები:
- პროცესორი: Intel Core i3 7020U ან მეტი;
- ოპერატიული მეხსიერება: 4GB ან მეტი;
- შიდა მეხსიერება: SSD 240GB ან მეტი;
- ეკრანი: 15.6 HD (1366 x 768) ან უფრო მაღალი რეზოლუციით;
- ვიდეო დაფა: Intel-ინტეგრირებული.
მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღე.
შპს “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის ბრენდის, მოდელის, ტექნიკური პარამეტრების და ვიზუალური მხარის შესახებ (ფერი, ზომები და ა.შ.);
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი, ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90. საკონტაქტო პირები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი წიტაიშვილი, საკონტაქტო ნომერი: 577 50 38 28.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 25 დეკემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები