ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4674 - ტენდერი ლეპტოპის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის: ლეპტოპის შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ლეპტოპი - 10 ცალი;
  • შესაბამისი ბრენდის და ფერის უკაბელო მაუსი - 10 ცალი.
    *პროდუქციის სასურველი ბრენდი - HP ან DELL

პარამეტრები:

  • პროცესორი: Intel Core i3 7020U ან მეტი;
  • ოპერატიული მეხსიერება: 4GB ან მეტი;
  • შიდა მეხსიერება: SSD 240GB ან მეტი;
  • ეკრანი: 15.6 HD (1366 x 768) ან უფრო მაღალი რეზოლუციით;
  • ვიდეო დაფა: Intel-ინტეგრირებული.

მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღე.

შპს “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის ბრენდის, მოდელის, ტექნიკური პარამეტრების და ვიზუალური მხარის შესახებ (ფერი, ზომები და ა.შ.);
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი, ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90. საკონტაქტო პირები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი წიტაიშვილი, საკონტაქტო ნომერი: 577 50 38 28.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 25 დეკემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები