ჩაბარების ვადა:
8 თებერვალი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4739 - ტენდერი კურიერის მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს კურიერის მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
- წერილებისა და ამანათების გადატანა თბილისის მასშტაბით;
- წერილებისა და ამანათების გადატანა საქართველოს რეგიონების მასშტაბით;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- საქართველოს რეგიონების დაფარვის არეალს (სავალდებულო);
- საქართველოს რეგიონებში წერილებისა და ამანათების მიწოდების გრაფიკს, ვადებს (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List - დღგ-ს ჩათვლით, სავალდებულო);
- 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- დაფარვის არეალი;
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება)
სატენდერო განაცხადის წარდგენა:
- დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 8 თებერვლის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
ტენდერის კატეგორია:
- 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები