25 იანვარი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4750 - ტენდერი სტენდების შექმნაზე და დეკორატიულად გაფორმებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს სტენდების შექმნაზე და დეკორატიულად გაფორმებაზე.
- ნომრით #-EF-GE/425
- დანიშნულება: სტენდის შექმნა და აღნიშნული სტენდის დეკორატიულად გაფორმება
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- სტენდის ორი ტიპის დიზაინი;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დაბეჭდილი ნიმუშები.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 35 დღე;
- ფასების მოწოდება უნდა მოხდეს ჩაშლილად შემდეგი პრინციპით:
- სტენდის მასალის 1 კვ.მ ფასი;
- სტენდის აწყობა/მონტაჟის ფასი;
- სანათების ფასი;
- ლაითბოქსის ფასი;
- სტენდის დეკორატიულად გაფორმების ფასი;
- დეკორატიული კასრის ფასი;
- რკინის ან სხვა მასალის მილების 1კვ.მ. ფასი;
(დეკორატიულ გაფორმებაში იგულისხმება დართულ ფოტოზე მოცემული კასრი, რომელსაც მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვს, ასევე მოცემული სპილენძისფერი მილები;
ფოტოზე მოცემული მილები უნდა იყოს ოქროსფერი, სასურველია შემოგვთავაზოთ ოქროსფერის რამოდენიმე ვარიანტი).
- აღწერილი უნდა იქნეს მასალა, როგორც სტენდის ასევე დეკორაციის;
- რაოდენობა: ფასები მოწოდებული უნდა იქნეს ორივე დიზაინის გათვალისწინებით, თითო დიზაინით - 17 ცალზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შესაძლოა მოხდეს დიზაინის კორექტირება.
- გამარჯვებულ კომპანიასთან შეკვეთა მოხდება ეტაპობრივად, მთელი წლის განმავლობაში.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 21.01.2019 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 25.01.2019 17:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ ტაბატაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 2180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები