ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4750 - ტენდერი სტენდების შექმნაზე და დეკორატიულად გაფორმებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს სტენდების შექმნაზე და დეკორატიულად გაფორმებაზე.

  • ნომრით #-EF-GE/425
  • დანიშნულება: სტენდის შექმნა და აღნიშნული სტენდის დეკორატიულად გაფორმება

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • სტენდის ორი ტიპის დიზაინი;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დაბეჭდილი ნიმუშები.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 35 დღე;
  • ფასების მოწოდება უნდა მოხდეს ჩაშლილად შემდეგი პრინციპით:
    - სტენდის მასალის 1 კვ.მ ფასი;
    - სტენდის აწყობა/მონტაჟის ფასი;
    - სანათების ფასი;
    - ლაითბოქსის ფასი;
    - სტენდის დეკორატიულად გაფორმების ფასი;
    - დეკორატიული კასრის ფასი;
    - რკინის ან სხვა მასალის მილების 1კვ.მ. ფასი;

(დეკორატიულ გაფორმებაში იგულისხმება  დართულ ფოტოზე მოცემული კასრი, რომელსაც მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვს, ასევე  მოცემული სპილენძისფერი მილები;

ფოტოზე მოცემული მილები უნდა იყოს ოქროსფერი, სასურველია შემოგვთავაზოთ ოქროსფერის რამოდენიმე ვარიანტი).

  • აღწერილი უნდა იქნეს მასალა, როგორც სტენდის ასევე დეკორაციის;
  • რაოდენობა: ფასები მოწოდებული უნდა იქნეს ორივე დიზაინის გათვალისწინებით, თითო დიზაინით - 17 ცალზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შესაძლოა მოხდეს დიზაინის კორექტირება.
  • გამარჯვებულ კომპანიასთან შეკვეთა მოხდება ეტაპობრივად, მთელი წლის განმავლობაში.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 21.01.2019 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 25.01.2019 17:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ ტაბატაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 2180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები