12 თებერვალი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4814 - ტენდერი სახურავებზე საიზოლაციო სამუშაოების ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. მინა-ს აცხადებს ტენდერს სახურავებზე საიზოლაციო სამუშაოების ჩატარებაზე.
წყლის დაგუბების ადგილებზე საიზოლაციო სამუშაოებამდე საჭიროა ბეტონის მოჭიმვითი სამუშაოების განხორციელებაც. ( რაც გულისხმობს ძველის ამოჭრას და ახლიდან დაბეტონებას).
სამუშაო მოცულობა:
- რბილი გადახურვითი იზოლაცია, უნიფლექსით 2 ფენაში - 1200- 1500 მ2 (ზუსტი მოცულობა დადგინდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად)
- ბეტონის სამუშაოები - 200 მ2 (ზუსტი მოცულობა დადგინდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად)
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
- კომპანიის საქმიანობის მოკლე აღწერა;
- კომპანიის რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის მონაცემები. (აუცილებლად მიუთითეთ ელ.ფოსტა);
- ამონაწერი სამეწერმეო რეესტრიდან ბოლო 10 დღის
- ცნობა საგადასახადოდან, დავალიანების არ ქონის შესახებ;
- სატენდერო წინადადება, განფასება 1 მ2 საიზოლაციო სამუშაოს ღირებულება, უნიფლექსით 2 ფენაში, ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე, 1მ2 ბეტონის სამუშაოს ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე
აუცილებლად წარმოადგინეთ მასალის ნიმუში!
გადახდის პირობები:
- ავანსის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე მომსახურების ღირებულების დაახლოებით 15%-ის.
- განიხილება მხოლოდ 12 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვს წარმოდგენილი ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო პერიოდი: 05.02.2019-დან 12.02.2019 - ის 18:00 სთ-მდე;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთვაზება დალუქული კონვერტით, უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭედით - ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში. (მცხეთა, სოფ.ქსანი);
კონვერტზე მიუთითეთ ტენდერის დასახელება.
გაითვალისწინეთ!
გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი , ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები