ჩაბარების ვადა:

12 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4814 - ტენდერი სახურავებზე საიზოლაციო სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. მინა-ს აცხადებს ტენდერს სახურავებზე საიზოლაციო სამუშაოების ჩატარებაზე.

წყლის დაგუბების ადგილებზე საიზოლაციო სამუშაოებამდე საჭიროა ბეტონის მოჭიმვითი სამუშაოების განხორციელებაც. ( რაც გულისხმობს  ძველის ამოჭრას და ახლიდან დაბეტონებას).

სამუშაო მოცულობა:

  • რბილი გადახურვითი იზოლაცია, უნიფლექსით 2 ფენაში - 1200- 1500 მ2 (ზუსტი მოცულობა დადგინდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად)
  • ბეტონის სამუშაოები - 200 მ2 (ზუსტი მოცულობა დადგინდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად)

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • კომპანიის საქმიანობის მოკლე აღწერა;
  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის მონაცემები. (აუცილებლად მიუთითეთ ელ.ფოსტა);
  • ამონაწერი სამეწერმეო რეესტრიდან ბოლო 10 დღის
  • ცნობა საგადასახადოდან, დავალიანების არ ქონის შესახებ;
  • სატენდერო წინადადება, განფასება 1 მ2 საიზოლაციო სამუშაოს ღირებულება, უნიფლექსით 2 ფენაში, ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე, 1მ2 ბეტონის სამუშაოს ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე

აუცილებლად წარმოადგინეთ მასალის ნიმუში!

გადახდის პირობები:

  • ავანსის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე მომსახურების ღირებულების დაახლოებით 15%-ის.
  • განიხილება მხოლოდ 12 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვს წარმოდგენილი ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო პერიოდი: 05.02.2019-დან 12.02.2019 - ის 18:00 სთ-მდე;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთვაზება დალუქული კონვერტით, უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭედით - ..“მინა“-ს სათაო ოფისში. (მცხეთა, სოფ.ქსანი);

კონვერტზე მიუთითეთ ტენდერის დასახელება.

გაითვალისწინეთ!

გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი , ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები