18 თებერვალი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4838 - ტენდერი მზა პროდუქციის გადარჩევისათვის პერსონალის დაქირავებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მზა პროდუქციის გადარჩევისათვის პერსონალის დაქირავებაზე.
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
შემოთავაზება , ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე შემდეგი სახით:
- მანუალურად კუთხედზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
- ხაზზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
- ხაზზე ავტომატურად ( ხარისხის აპარატზე) ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
- ხაზზე ვიზუალურად ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
- 1 პალეტის გადაფუთვის ღირებულება - რაც გულისხმობს პოლიეთილენის გადაძრობას პალეტიდან და მისი ხელახალ შესაფუთად მზაობაში მოყვანას ხაზამდე;
- 1 პალეტის ეტიკეტრიების ღირებულება - რა ნიშნავს თითო პალეტზე ეტიკეტის მიკვრას ხელით
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა:
- ბოლო სამი წლის ბრუნვა
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2019 წლის 18 თებერვლამდე; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. გადახდა იწარმოებს ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 14 დღის განმავლობაში.
განიხილება მხოლოდ 18 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები