ჩაბარების ვადა:

18 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4838 - ტენდერი მზა პროდუქციის გადარჩევისათვის პერსონალის დაქირავებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მზა პროდუქციის გადარჩევისათვის პერსონალის დაქირავებაზე.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით

შემოთავაზება , ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე შემდეგი სახით:

  • მანუალურად კუთხედზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
  • ხაზზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
  • ხაზზე ავტომატურად ( ხარისხის აპარატზე) ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
  • ხაზზე ვიზუალურად ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
  • 1 პალეტის გადაფუთვის ღირებულება - რაც გულისხმობს პოლიეთილენის გადაძრობას პალეტიდან და მისი ხელახალ შესაფუთად მზაობაში მოყვანას ხაზამდე;
  • 1 პალეტის ეტიკეტრიების ღირებულება - რა ნიშნავს თითო პალეტზე ეტიკეტის მიკვრას ხელით

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა:

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2019 წლის 18 თებერვლამდე; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. გადახდა იწარმოებს ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 14 დღის განმავლობაში.
განიხილება მხოლოდ 18 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები