22 თებერვალი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4842 - ტენდერი მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვაზე.
გაითვალისწინეთ:
- ხშირია სპეციფიური ტექსტებიდან თარგმანის აუცილებლობა;
- სწრაფი და ხარისხიანი რეაგირება.
- ძირითადი ენები : ინგლისური, თურქული და რუსული. (საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სხვა ევროპული ან აზიური ენაც) ;
- ძირითადი მოთხოვნა: თარგმანი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ლოგიკურად გადაბმული და აზრობრივად დაკავშირებული მთლიან კონტექსტთან.
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
- საბანკო რეკვიზიტები
- განფასება 1 გვერდის ( 1800 სიმბოლოს) ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე
- მთარგმნელების კვალიფიკაცია და/ან სერტიფიკატები
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დალუქული კონვერტით 2019 წლის 22 თებერვლამდე, ს.ს.“მინას“ სათაო ოფისში მცხეთის რაიონი , სოფ.ქსანი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ წერილში მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით. გადახდა იწარმოებს, კონკრეტული სამუშაოს დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
განიხილება მხოლოდ 22 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგნეილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com
ტენდერის კატეგორია:
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები