ჩაბარების ვადა:

22 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4842 - ტენდერი მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვაზე.

გაითვალისწინეთ:

  • ხშირია სპეციფიური ტექსტებიდან თარგმანის აუცილებლობა;
  • სწრაფი და ხარისხიანი რეაგირება.
  • ძირითადი ენები : ინგლისური, თურქული და რუსული. (საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სხვა ევროპული ან აზიური ენაც) ;
  • ძირითადი მოთხოვნა: თარგმანი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ლოგიკურად გადაბმული და აზრობრივად დაკავშირებული მთლიან კონტექსტთან.

წინადადებას უნდა დაერთოს: 
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • საბანკო რეკვიზიტები
  • განფასება 1 გვერდის ( 1800 სიმბოლოს) ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე
  • მთარგმნელების კვალიფიკაცია და/ან სერტიფიკატები

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დალუქული კონვერტით 2019 წლის 22 თებერვლამდე, ს.ს.“მინას“ სათაო ოფისში მცხეთის რაიონი , სოფ.ქსანი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ წერილში მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება.

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით. გადახდა იწარმოებს, კონკრეტული სამუშაოს დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.

განიხილება მხოლოდ 22 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგნეილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები