21 თებერვალი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4861 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე (2 წლის ვადით).
მომსახურების სახე:
საკანცელარიო ნივთების (იხ. თანდართული ფაილი) შესყიდვა მოხდება თვეში ერთხელ, თბილისის მასშტაბით და ორ თვეში ერთხელ რეგიონებში, ყოველი თვის 15-დან 20 რიცხვამდე.
მოწოდების პირობა:
- თბილისის მასშტაბით მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთის მიცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო რეგიონებში არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
- ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კომპანია, მეორე ეტაპზე მოხდება ნიმუშების წარმოდგენა და განხილვა.
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- საკანცელარიო ნივთების ჩამონათვალი და წლიური საპროგნოზო რაოდენობები;
- ფილიალებისა და სერვის ცენტრების ჩამონათვალი;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:
- ფასთა ნუსხა, როგორც ერთეულის ასევე ჯამური საპროგნოზო რაოდენობის გათვალისწინებით. (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად) ასევე (ჩაწერილი CD-ზე ან Flash ბარათზე) , ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი ბოლო (6 თვის);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);
აუცილებელი პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე
სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე”;
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის, 21 თებერვალი ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბექა გოგორიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Beka.Gogorishvili@terabank.ge მობ: 595 14 99 22 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 3233), ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge მობ: 595 60 01 04 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005)
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა