ჩაბარების ვადა:

21 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4861 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე (2 წლის ვადით).

მომსახურების სახე:

საკანცელარიო ნივთების (იხ. თანდართული ფაილი) შესყიდვა მოხდება თვეში ერთხელ, თბილისის მასშტაბით და ორ თვეში ერთხელ რეგიონებში, ყოველი თვის 15-დან 20 რიცხვამდე.

მოწოდების პირობა:

  • თბილისის მასშტაბით მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთის მიცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო რეგიონებში არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა; 
  • ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კომპანია, მეორე ეტაპზე მოხდება ნიმუშების წარმოდგენა და განხილვა.

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • საკანცელარიო ნივთების ჩამონათვალი და წლიური საპროგნოზო რაოდენობები;
  • ფილიალებისა და სერვის ცენტრების ჩამონათვალი;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ნუსხა, როგორც ერთეულის ასევე ჯამური საპროგნოზო რაოდენობის გათვალისწინებით. (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად) ასევე (ჩაწერილი CD-ზე ან Flash ბარათზე) , ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი ბოლო (6 თვის);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე”;
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის, 21 თებერვალი ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბექა გოგორიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Beka.Gogorishvili@terabank.ge მობ: 595 14 99 22 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 3233), ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge მობ: 595 60 01 04 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005)

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა