ჩაბარების ვადა:
20 თებერვალი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4867 - ტენდერი სატვირთო ავტომობილების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ტენდერს სატვირთო ავტომობილების შესყიდვაზე.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის სრული დასახელება;
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
- მისამართი;
- ტელეფონი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი ლარში დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით, ასევე საერთო ჯამი ლარში დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით;
- მიწოდების ვადა და პირობები
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მასზედ რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2019 წლის 20 თებერვლის 17:00 საათამდე. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება, ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება.
სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41 თბილისი, 0113, საქართველო.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის დასახელება და "ტენდერი სატვირთო ავტომობილების შესყიდვაზე".
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები