ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4867 - ტენდერი სატვირთო ავტომობილების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

"ორი ნაბიჯი" აცხადებს ტენდერს სატვირთო ავტომობილების შესყიდვაზე. 

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის სრული დასახელება;
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
  • მისამართი;
  • ტელეფონი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი ლარში დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით, ასევე საერთო ჯამი ლარში დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით;
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მასზედ რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2019 წლის 20 თებერვლის 17:00 საათამდე. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება, ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება.

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41 თბილისი, 0113, საქართველო.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის დასახელება და "ტენდერი სატვირთო ავტომობილების შესყიდვაზე".

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები