25 თებერვალი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4876 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია რომელთანაც გაფორმდება 2 წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება საწვავის მოწოდებაზე.
ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად
2019-2020 წლების მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობები:
საწვავის ტიპი | ლიტრი |
პრემიუმი ტალონებით | 42000 |
პრემიუმი პლასტიკურით | 130000 |
ევრო დიზელი პლასტიკურით | 12000 |
ევრო დიზელი ტალონებით | 8000 |
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;
- ბენზინ-გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.
აუცილებელი მოთხოვნა:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
- საწვავის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები(თითოეული ტიპის საწვავზე);
- ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალი და ლოკაციები;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება (ტენდერი საწვავის შესყიდვაზე)
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის, 25 თებერვალი (18:00 საათამდე).
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურიძეს
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge
მობ: 595 11 01 74 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 1153).
ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge
მობ: 595 60 01 04 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 2005).
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი