ჩაბარების ვადა:

25 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4876 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია რომელთანაც გაფორმდება 2 წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება საწვავის მოწოდებაზე.

ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად

2019-2020 წლების მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობები:

 საწვავის ტიპი  ლიტრი
 პრემიუმი ტალონებით 42000
 პრემიუმი პლასტიკურით 130000
 ევრო დიზელი პლასტიკურით 12000
 ევრო დიზელი ტალონებით 8000


ტენდერში
მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;
  • ბენზინ-გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
  • საწვავის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები(თითოეული ტიპის საწვავზე);
  • ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალი და ლოკაციები;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება (ტენდერი საწვავის შესყიდვაზე)
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის, 25 თებერვალი (18:00 საათამდე).

ტექნიკურ
საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურიძეს
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge
მობ: 595 11 01 74 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 1153).

ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge
მობ: 595 60 01 04 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 2005).

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი