ჩაბარების ვადა:
28 თებერვალი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4910 - ტენდერი იგოეთ ჰესზე 2 ცალი 10 კვ-იანი უჯრედის მოწყობაზე შემსრულებლის მასალით
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს იგოეთ ჰესზე 2 ცალი 10 კვ-იანი უჯრედის მოწყობაზე შემსრულებლის მასალით.
#21/02/2019-GIEC-S/290
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- მოეწყოს იგოეთი ჰესის დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობაში ორი 10 კვ-იანი უჯრედი. უჯრედები განთავსდეს უკვე არსებულ გამოთავისუფლებულ უჯრედებში, რომლებშიც განთავსებული იყო ზეთიანი ამომრთველები. უჯრედებში უნდა მოეწყოს თანამედროვე ტიპის ვაკუუმური ამომრთველები და გამთიშველები. დაკომპლექტდეს დენის ტრანსფორმატორებით 3 ფაზისთვის, განმუხტველებით, დამიწების დანებით, კაბელის შემყვანის მხარეს და მოეწყოს დაცვის და აღრიცხვის წრედები ორივე უჯრედისათვის.
უჯრედების ძირითადი ელექტრული პარამეტრები შემდეგია:
- ძალოვანი წრედის ნომინალური ძაბვა - 10 კვ.
- ძალოვანი წრედის ნომინალური დენი - 630 ა.
- ვაკუუმური ამომრთველის ნომინალური დენი - 630 ა.
- გამთიშველის ნომინალური დენი - 630 ა.
- ძალოვანი წრედის თერმული მდგრადობის დენი - 25 კა.
- ძალოვანი წრედის დინამიური მდგრადობის დენი - 64 კა.
- მოკლე შერთვის დენი - 60 კა.
- ოპერატიული მართვის მუდმივი ძაბვა - DC110V
- ოპერატიული მართვის დამხმარე ცვლადი ძაბვა - AC220V
- დაცვის წრედების მართვის ოპერატიული ძაბვა - DC110V
- დენის ტრანსფორმატორების პარამეტრი - 10 კვ. 300/5ა (აღრიცხვის და დაცვის წრედების გამომყვანი ჯგუფებით)
- დაცვის ციფრული რელე შეირჩეს დამკვეთთან შეთანხმებით.
- რაოდენობა - 2 ცალი
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge 568 76 76 59.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ილია კამკამიძე. საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 28.02.2019, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები