ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4910 - ტენდერი იგოეთ ჰესზე 2 ცალი 10 კვ-იანი უჯრედის მოწყობაზე შემსრულებლის მასალით

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს იგოეთ ჰესზე 2 ცალი 10 კვ-იანი უჯრედის მოწყობაზე შემსრულებლის მასალით.

#21/02/2019-GIEC-S/290

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • მოეწყოს იგოეთი ჰესის დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობაში ორი 10 კვ-იანი უჯრედი. უჯრედები განთავსდეს უკვე არსებულ გამოთავისუფლებულ უჯრედებში, რომლებშიც განთავსებული იყო ზეთიანი ამომრთველები. უჯრედებში უნდა მოეწყოს თანამედროვე ტიპის ვაკუუმური ამომრთველები და გამთიშველები. დაკომპლექტდეს დენის ტრანსფორმატორებით 3 ფაზისთვის, განმუხტველებით, დამიწების დანებით, კაბელის შემყვანის მხარეს და მოეწყოს დაცვის და აღრიცხვის წრედები ორივე უჯრედისათვის.

უჯრედების ძირითადი ელექტრული პარამეტრები შემდეგია:

  • ძალოვანი წრედის ნომინალური ძაბვა - 10 კვ.
  • ძალოვანი წრედის ნომინალური დენი - 630 ა.
  • ვაკუუმური ამომრთველის ნომინალური დენი - 630 ა.
  • გამთიშველის ნომინალური დენი - 630 ა.
  • ძალოვანი წრედის თერმული მდგრადობის დენი - 25 კა.
  • ძალოვანი წრედის დინამიური მდგრადობის დენი - 64 კა.
  • მოკლე შერთვის დენი - 60 კა.
  • ოპერატიული მართვის მუდმივი ძაბვა - DC110V
  • ოპერატიული მართვის დამხმარე ცვლადი ძაბვა - AC220V
  • დაცვის წრედების მართვის ოპერატიული ძაბვა - DC110V
  • დენის ტრანსფორმატორების პარამეტრი - 10 კვ. 300/5ა (აღრიცხვის და დაცვის წრედების გამომყვანი ჯგუფებით)
  • დაცვის ციფრული რელე შეირჩეს დამკვეთთან შეთანხმებით.
  • რაოდენობა - 2 ცალი 

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge 568 76 76 59.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ილია კამკამიძე. საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 28.02.2019, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები