19 მარტი 2019, 12:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5000 - ტენდერი მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ მის ჯგუფში შემავალ კომპანიებში სახიფათო ნარჩენების მართვაზე
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ მის ჯგუფში შემავალ კომპანიებში სახიფათო ნარჩენების მართვაზე #12/03-GIG-S/WM-19
ტენდერის აღწერილობა:
- დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე წელიწადში მინიმუმ ერთხელ თითოეული კომპანიის თითოეული ობიექტიდან მოხდება ნარჩენების გატანა და შემდგომი მართვა.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება შევსებული ცხრილის საშუალებით ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით:
(თანხის გადახდა მოხდება ფაქტობრივად გატანილი ნარჩენ(ებ)ის რაოდენობ(ებ)ის მიხედვით); - თითოეული ნარჩენის მართვის პოლიტიკა და შესაბამისი სქემა;
- დამკვეთის მოთხოვნიდან შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადა;
- სახიფათო/სპეციფიკური ნარჩენების მართვის ნებართვა/ნებართვები;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილები.
შერჩეულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება;
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 19 მარტი, 12:00 სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tchichua@gig.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 598 24 24 14, საკონტაქტო პირი: ნუცა კიკნაძე.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 591 93 10 10. საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა.
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 300 ლარი).
ტენდერის კატეგორია:
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები