ჩაბარების ვადა:

19 მარტი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5000 - ტენდერი მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ მის ჯგუფში შემავალ კომპანიებში სახიფათო ნარჩენების მართვაზე

ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ მის ჯგუფში შემავალ კომპანიებში სახიფათო ნარჩენების მართვაზე #12/03-GIG-S/WM-19

ტენდერის აღწერილობა:

  • დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე წელიწადში მინიმუმ ერთხელ თითოეული კომპანიის თითოეული ობიექტიდან მოხდება ნარჩენების გატანა და შემდგომი მართვა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება შევსებული ცხრილის საშუალებით ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით:
    (თანხის გადახდა მოხდება ფაქტობრივად გატანილი ნარჩენ(ებ)ის რაოდენობ(ებ)ის მიხედვით);
  • თითოეული ნარჩენის მართვის პოლიტიკა და შესაბამისი სქემა;
  • დამკვეთის მოთხოვნიდან შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადა;
  • სახიფათო/სპეციფიკური ნარჩენების მართვის ნებართვა/ნებართვები;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

შერჩეულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება;

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 19 მარტი, 12:00 სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tchichua@gig.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 598 24 24 14, საკონტაქტო პირი: ნუცა კიკნაძე.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 591 93 10 10. საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა.

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 300 ლარი).

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    18 მარტი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 300.00