ჩაბარების ვადა:
14 მაისი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT504 - ტენდერი ელ. გენერატორების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ელ. გენერატორების შეძენაზე.
გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ მოცემული მოდელის მიხედვით:
- 20 ერთეული გენერატორი (15KW ცალფაზიანი, პორტაბელური. ბენზინის ძრავით, სასურველია მცირე ზომის საბურავებით);
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- საგარანტიო ვადები და პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში);
- ანგარიშსწორების პირობები;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 14 მაისი, 2015 წ. საღამოს 5 საათი. ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(გენერატორების ტენდერი);
სს ”ლიბერთი ბანკი”