ჩაბარების ვადა:

14 მაისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T504 - ტენდერი ელ. გენერატორების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ელ. გენერატორების შეძენაზე

გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ მოცემული მოდელის მიხედვით:

  • 20 ერთეული გენერატორი (15KW ცალფაზიანი, პორტაბელური. ბენზინის ძრავით, სასურველია მცირე ზომის საბურავებით);

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • საგარანტიო ვადები და პირობები;
  • მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 14 მაისი, 2015 წ. საღამოს 5 საათი. ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(გენერატორების ტენდერი);

სს ”ლიბერთი ბანკი”

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ