ჩაბარების ვადა:
8 აპრილი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5045 - ტენდერი სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია’’ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე კერძოდ: სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობაზე 21/03-GIEC-S/FS-19
შესყიდვის ზოგადი პირობები:
- სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციი“-ს თბოელექტრო სადგური.
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციულ, ცენტრალური საშემკეთებლო საამქროსა და გაერთიანებულ დამხმარე კორპუსებში, აღნიშნული კორპუსების ნახაზები წარმოდგენილია დანართი# 1-ის სახით.
- დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე ქ. გარდაბანი, აღმაშენებლი ქუჩა N 2-ში ნახაზში მოცემული ადგილების გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვა ცხრილის სახით.
- დეტალურად გაწერილი გადახდის ვადები და პირობები.
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი ვადები და გეგმა-გრაფიკი.
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სახანძრო სიგნალიზაციის მიწოდება-მონტაჟი, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება პროდუქციის მწარმოებლის ტექნიკური მოთხოვნების დაცვით.
- პრეტენდეტი ვალდებულია ტექნიკური დავალებაში (ხარჯთაღრიცხვის ცხრილი - დანართი #2) 1-7 პოზიციაზე შემოთავაზებულ საქონელზე მიუთითოს წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მარკა/მოდელი.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის სახელზე შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ფირმის მიერ გაცემული ტრენინგის გავლის სერთიფიკატი.
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები.
- ვალდებულია წარადგინოს პრეტენდეტი ორგანიზაციის რეკვიზიტები: იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
წინადადების წარდგენის წესი:
- სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტა დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა.
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდეტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18, GIG Plaza-ს შენობა.
- სატენდერო დოკუმნტაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: დიმიტრი აგეკიანი - 598 88 94 90, ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge
- ტექნიკურ საკითხებთან და ობიექტის ნახვასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: გოჩა ჩიტიშვილი - 595 50 37 18.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 08 აპრილი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები