Tenders.ge
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

T5045 - ტენდერი სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია’’ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე კერძოდ: სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობაზე 21/03-GIEC-S/FS-19

შესყიდვის ზოგადი პირობები:

  • სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციი“-ს თბოელექტრო სადგური.
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციულ, ცენტრალური საშემკეთებლო საამქროსა და გაერთიანებულ დამხმარე კორპუსებში, აღნიშნული კორპუსების ნახაზები წარმოდგენილია დანართი# 1-ის სახით.
  • დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე ქ. გარდაბანი, აღმაშენებლი ქუჩა N 2-ში ნახაზში მოცემული ადგილების გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვა ცხრილის სახით.
  • დეტალურად გაწერილი გადახდის ვადები და პირობები.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

  • სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი ვადები და გეგმა-გრაფიკი.
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სახანძრო სიგნალიზაციის მიწოდება-მონტაჟი, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება პროდუქციის მწარმოებლის ტექნიკური მოთხოვნების დაცვით.
  • პრეტენდეტი ვალდებულია ტექნიკური დავალებაში (ხარჯთაღრიცხვის ცხრილი - დანართი #2) 1-7 პოზიციაზე შემოთავაზებულ საქონელზე მიუთითოს წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მარკა/მოდელი.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის სახელზე შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ფირმის მიერ გაცემული ტრენინგის გავლის სერთიფიკატი.
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები.
  • ვალდებულია წარადგინოს პრეტენდეტი ორგანიზაციის რეკვიზიტები: იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

წინადადების წარდგენის წესი:

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტა დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა.
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდეტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18, GIG Plaza-ს შენობა.
  • სატენდერო დოკუმნტაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: დიმიტრი აგეკიანი - 598 88 94 90, ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge
  • ტექნიკურ საკითხებთან და ობიექტის ნახვასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: გოჩა ჩიტიშვილი - 595 50 37 18.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 08 აპრილი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები