ჩაბარების ვადა:
1 აპრილი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5059 - ტენდერი ტურისტული საგზურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ტურისტული საგზურების შესყიდვაზე 22/03-NEO-S/TRV-19
ზოგადი მახასიათებლები:
- საგზურების მიმართულება: ევროპის 5 ქალაქი;
- საგზურების ტიპი: ორკაციანი საგზური;
- საგზურების რაოდენობა: 5 ცალი (ხუთივე საგზური იქნება სხვადასხვა მიმართულებით).
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- საგზურის დეტალური პარამეტრები (დანართი N1);
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით საგზურის მიმართულების ვარიანტების მიხედვით;
- შემოთავაზებული საგზურების დეტალური აღწერა;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი. ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90
- საკონტაქტო პირი ბილეთების მახასიათებლებთან დაკავშირებით: სალომე ასლანიკაშვილი. საკონტაქტო ნომერი: 599 43 92 29;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 1 აპრილი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები