ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5059 - ტენდერი ტურისტული საგზურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ნეოგაზი აცხადებს ტენდერს ტურისტული საგზურების შესყიდვაზე 22/03-NEO-S/TRV-19

ზოგადი მახასიათებლები:

  • საგზურების მიმართულება: ევროპის 5 ქალაქი;
  • საგზურების ტიპი: ორკაციანი საგზური;
  • საგზურების რაოდენობა: 5 ცალი (ხუთივე საგზური იქნება სხვადასხვა მიმართულებით).

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  1. საგზურის დეტალური პარამეტრები (დანართი N1);

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით საგზურის მიმართულების ვარიანტების მიხედვით;
  • შემოთავაზებული საგზურების დეტალური აღწერა;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი. ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90
  • საკონტაქტო პირი ბილეთების მახასიათებლებთან დაკავშირებით: სალომე ასლანიკაშვილი. საკონტაქტო ნომერი: 599 43 92 29;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 1 აპრილი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები