ჩაბარების ვადა:
1 აპრილი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5066 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკა-შეკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკა-შეკეთებაზე.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერის სამივე ლოტში გამარჯვებულმა კომპანიამ:
- ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში, უნდა უზრუნველყოს მთელი საქართველოს მასშტაბით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში არსებული კონდიციონერების დიაგნოსტიკა დანართში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
- დიაგნოსტიკის დროს დაფიქსირებული დაზიანების შესახებ, შემსრულებელმა უნდა აცნობოს ბანკის წარმომადგენელს და თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაზიანებული ნაწილის შეცვლა/შეკეთება ფასების ცხრილში მითითებული ტარიფების შესაბამისად;
- ფილიალების ჩამონათვალი და მისამართები მითითებულია დანართებში;
- გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
- გამარჯვებულ კომპანიათან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარებაზე;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ერჯერადად, ტენდერში მითითებული პირობის და ვადების შესაბამისად;
- დიაგნოსტიკის დასრულების შემდეგ, კომპანია ვალდებულია მოემსახუროს ბანკს მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის გაგზავნიდან თბილისში - 24 საათის განმავლობაში, რეგიონში - 48 საათის განმავლობაში, დაადგინოს დაზიანების მიზეზი და ცხრილში მითითებული ტარიფების შესაბამისად მოახდინოს მათი აღმოფხვრა;
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 01 აპრილი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
- სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკაზე).
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე მობ: 595 901 200; ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@libertybank.ge; ტექნიკურ საკითხებზე - გიორგი მდივნიშვილი მობ: 551 888 398; ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@libertybank.ge
დაინტერესებული პირები, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://www.libertybank.ge/ka/tenderebi/56/tenderi-skhvadaskhva-tipis-konditsireba_ventilatsiis-sistemis-diagnostikaz
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები