ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5066 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკა-შეკეთებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკა-შეკეთებაზე.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერის სამივე ლოტში გამარჯვებულმა კომპანიამ:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში, უნდა უზრუნველყოს მთელი საქართველოს მასშტაბით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში არსებული კონდიციონერების დიაგნოსტიკა დანართში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
  • დიაგნოსტიკის დროს დაფიქსირებული დაზიანების შესახებ, შემსრულებელმა უნდა აცნობოს ბანკის წარმომადგენელს და თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაზიანებული ნაწილის შეცვლა/შეკეთება ფასების ცხრილში მითითებული ტარიფების შესაბამისად;
  • ფილიალების ჩამონათვალი და მისამართები მითითებულია დანართებში;
  • გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
  • გამარჯვებულ კომპანიათან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარებაზე;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ერჯერადად, ტენდერში მითითებული პირობის და ვადების შესაბამისად;
  • დიაგნოსტიკის დასრულების შემდეგ, კომპანია ვალდებულია მოემსახუროს ბანკს მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის გაგზავნიდან თბილისში - 24 საათის განმავლობაში, რეგიონში - 48 საათის განმავლობაში, დაადგინოს დაზიანების მიზეზი და ცხრილში მითითებული ტარიფების შესაბამისად მოახდინოს მათი აღმოფხვრა;
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 01 აპრილი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
  • სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკაზე).
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე მობ: 595 901 200; ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@libertybank.ge; ტექნიკურ საკითხებზე - გიორგი მდივნიშვილი მობ: 551 888 398; ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@libertybank.ge

დაინტერესებული პირები, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://www.libertybank.ge/ka/tenderebi/56/tenderi-skhvadaskhva-tipis-konditsireba_ventilatsiis-sistemis-diagnostikaz

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები