ჩაბარების ვადა:
4 აპრილი 2019, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT5091 - ტენდერი ბჟუჟა 2 ჰესის დეტალური პროექტის ექსპერტიზის სამუშაოების შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ბჟუჟა 2 ჰესის დეტალური პროექტის ექსპერტიზის სამუშაოების შესყიდვაზე #28/03/2019-GIEC-S/0473
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
მომსახურების აღწერა:
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბჟუჟა 2 ჰესის საპროექტო დოკუმენტაციის კომპლექსური ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- საპროექტო სქემის საერთო დახასიათება.
- გენგეგმა.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- სამუშაოების შესრულების ვადები;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ; ინფორმაცია პროექტში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად:
- დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა
- ტენდერის დასახელება (ბჟუჟა 2 ჰესის დეტალური პროექტის ექსპერტიზა)
- ნომერი (#28/03/2019-GIEC-S/0473).
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა tchichua@gig.ge; 591 93 10 10.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი მარგებაძე gmargebadze@giec.ge; 577 37 01 03 .
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 04.04.2019, 12:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები