ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T5091 - ტენდერი ბჟუჟა 2 ჰესის დეტალური პროექტის ექსპერტიზის სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ბჟუჟა 2 ჰესის დეტალური პროექტის ექსპერტიზის სამუშაოების შესყიდვაზე #28/03/2019-GIEC-S/0473

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

მომსახურების აღწერა:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბჟუჟა 2 ჰესის საპროექტო დოკუმენტაციის კომპლექსური ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • საპროექტო სქემის საერთო დახასიათება.
  • გენგეგმა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ; ინფორმაცია პროექტში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად:
  • დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა
  • ტენდერის დასახელება (ბჟუჟა 2 ჰესის დეტალური პროექტის ექსპერტიზა)
  • ნომერი (#28/03/2019-GIEC-S/0473).
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა tchichua@gig.ge; 591 93 10 10.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი მარგებაძე gmargebadze@giec.ge; 577 37 01 03 .

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 04.04.2019, 12:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები