8 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5101 - ტენდერი ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში მდებარე N1 შენობის (ე.წ. ,,პარლამენტის გარაჟები“) აზომვით და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისად პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში მდებარე N1 შენობის (ე.წ. ,,პარლამენტის გარაჟები“) აზომვით და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისად პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში მდებარე N1 შენობა-ნაგებობის (ს/კ 01.13.05.004.209) აზომვითი და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები:
დასახელება | განზ. ერთ. | ერთეულის ფასი | შენიშვნა |
ტოპოგრაფიული გეგმა არსებული საინჟინრო ქსელების, არსებული შენობა-ნაგებობების დატანით და მათი ექსპლიკაციით | 1 მ2 | ||
N1 შენობის არქიტექტურული აზომვითი ნახაზები - გეგმები, ჭრილები, ფასადები | 1 მ2 | გეგმებზე მიეთითოს დონეების აბსოლუტური მაჩვენებლები | |
შენობის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო პროექტის მომზადება | 1 მ2 | გასათვალისწინებელია, რომ შენობის საოფისე ნაწილში მოქმედებს სახანძრო სიგნალიზაცია |
- სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად პროექტი მოსამზადებელია დაახლოებით 6500 კვ.მ. ფართზე, ხოლო აზომვითი სამუშაოები ჩასატარებელია მთლიან შენობაზე - 7296 კვ.მ.
- სამუშაოების ჩატარების შემდეგ შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაციის როგორც ამობეჭდილი (ე.წ. Hard Copy), ასევე ელექტრონული (PDF და Archicad, ან Autocad) ვერსიები.
- სამუშაოების მოცულობები დაზუსტდება და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული აზომვითი ნახაზების საფუძველზე.
სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და ფოტო-მასალა იხილეთ თანდართულ ფაილში.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა
- ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა
- სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია საქონლის და მომსახურების მოცულობების შესახებ;
- რესურსული წესით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა-გრაფიკი;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ ანალოგიური მომსახურების გაწევაზე (შესრულებული ობიექტების ჩამონათვალი და ამის დამადასტურებელი შესაბამისი ხელშეკრულებები).
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 8 აპრილს 18:00 სთ-მდე
მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.
შედეგები ცნობილი იქნება 2019 წლის 12 აპრილს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: nikoloz.revazishvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: ნიკოლოზ რევაზიშვილი +995 322 22 65 33 (77) ყოველ დღე: 10:00-დან 18:00-მდე.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა:
- წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში;
- მოვალეთა რეესტრში;
- ყადაღა დადებული.
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები