ჩაბარების ვადა:

8 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5101 - ტენდერი ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში მდებარე N1 შენობის (ე.წ. ,,პარლამენტის გარაჟები“) აზომვით და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისად პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში მდებარე N1 შენობის (ე.წ. ,,პარლამენტის გარაჟები“) აზომვით და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისად პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში მდებარე N1 შენობა-ნაგებობის (ს/კ 01.13.05.004.209) აზომვითი და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები:

დასახელება განზ. ერთ. ერთეულის ფასი შენიშვნა
ტოპოგრაფიული გეგმა არსებული საინჟინრო ქსელების, არსებული შენობა-ნაგებობების დატანით და მათი ექსპლიკაციით 1 მ2    
N1 შენობის არქიტექტურული აზომვითი ნახაზები - გეგმები, ჭრილები, ფასადები 1 მ2   გეგმებზე მიეთითოს დონეების აბსოლუტური მაჩვენებლები
შენობის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო პროექტის მომზადება 1 მ2   გასათვალისწინებელია, რომ შენობის საოფისე ნაწილში მოქმედებს სახანძრო სიგნალიზაცია
  • სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად პროექტი მოსამზადებელია დაახლოებით 6500 კვ.მ. ფართზე, ხოლო აზომვითი სამუშაოები ჩასატარებელია მთლიან შენობაზე - 7296 კვ.მ.
  • სამუშაოების ჩატარების შემდეგ შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაციის როგორც ამობეჭდილი (ე.წ. Hard Copy), ასევე ელექტრონული (PDF და Archicad, ან Autocad) ვერსიები.
  • სამუშაოების მოცულობები დაზუსტდება და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული აზომვითი ნახაზების საფუძველზე.

სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და ფოტო-მასალა იხილეთ თანდართულ ფაილში.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა

  • ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა
  • სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია საქონლის და მომსახურების მოცულობების შესახებ;
  • რესურსული წესით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ ანალოგიური მომსახურების გაწევაზე (შესრულებული ობიექტების ჩამონათვალი და ამის დამადასტურებელი შესაბამისი ხელშეკრულებები).

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 8 აპრილს 18:00 სთ-მდე

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.

შედეგები ცნობილი იქნება 2019 წლის 12 აპრილს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: nikoloz.revazishvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: ნიკოლოზ რევაზიშვილი +995 322 22 65 33 (77) ყოველ დღე: 10:00-დან 18:00-მდე.

:

  • წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • მოვალეთა რეესტრში;
  • ყადაღა დადებული.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები