ჩაბარების ვადა:
19 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5143 - ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე ძველ თბილისში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე ძველ თბილისში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.
სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:
- სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
- ნომრების სისუფთავე;
- სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
- სველ წერტილებში ცხელი წყალი;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ოთახების რაოდენობა და მათი ღირებულება, დღგ–ს გარეშე), (სავალდებულო);
- ამონაწერი (2019 წლის) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- ოთახების რაოდენობა;
- ადგილმდებარეობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება)
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
ტენდერის კატეგორია:
- 55100000 სასტუმროს მომსახურება