ჩაბარების ვადა:

19 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5143 - ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე ძველ თბილისში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე ძველ თბილისში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

  • სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
  • ნომრების სისუფთავე;
  • სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
  • სველ წერტილებში ცხელი წყალი;
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ოთახების რაოდენობა და მათი ღირებულება, დღგ–ს გარეშე), (სავალდებულო);
  • ამონაწერი (2019 წლის) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი;
  • ოთახების რაოდენობა;
  • ადგილმდებარეობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება)

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

ტენდერის კატეგორია:

  • 55100000 სასტუმროს მომსახურება