ჩაბარების ვადა:
19 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5156 - ტენდერი საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს "გეფა" აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე.
- ლოტი 1: საკანცელარიო საქონელი
- ლოტი 2: სამეურნეო საქონელი
თანდართულ ფაილებში იხილეთ:
- ყოველთვიურად მოსაწოდებელი საკანცელარიო საქონლის საშუალო რაოდენობა;
- ყოველთვიურად მოსაწოდებელი სამეურნეო საქონლის საშუალო რაოდენობა;
- პროდუქციის მიწოდების მისამართები საქართველოს მაშტაბით;
სატენდერო მოთხოვნები:
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს პროდუქციის მიწოდება საქართველოს მაშტაბით თანდართულ ფაილში მითითებულ მისამართებზე;
- მიწოდება იწარმოებს თვეში ერთხელ;
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ქსელისგან ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ყოველი თვის 1-8 რიცხვამდე.
დამატებითი ინფორმაცია:
- შემოთავაზებების წარმოდგენა დასაშვებია როგორც ცალკეულ ლოტზე, აგრეთვე ერთიანად;
- შეთავაზებების განხილვის პროცესში შესაძლოა ზოგიერთ პოზიციაზე მოთხოვნილი იყოს ნიმუშის წარმოდგენა;
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების პროცენტი, რომლით სარგებლობის საშუალება მიეცემა შემსყიდველს ოფისებისთვის შესაძენ საქონელზე;
- ოფისებისგან მიღებული შეკვეთების მიწოდება უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართებზე: სანაპიროს ქ. #10, ბელიაშვილის ქ. #142 (მეორე სართული), ფეიქრების ქ. #14ა;
- ანგარიშსწორება იწარმოებს პროდუქციის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული ფასების ცხრილი ლოტების მიხედვით (ფასები უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს);
- კომპანიის რეკვიზიტები (გთხოვთ მიუთითოთ პროექტის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია);
- კორპორატიული კლიენტების სია.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 19 აპრილი, 18:00 სთ;
- ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საკონტაქტო პირს:
გვანცა მხეიძე
ტელ: 592 000 880
E-mail: gvantsa.mkheidze@gepha.com
შენიშვნა: ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები