ჩაბარების ვადა:

19 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5156 - ტენდერი საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "გეფა" აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე.

  • ლოტი 1: საკანცელარიო საქონელი
  • ლოტი 2: სამეურნეო საქონელი

თანდართულ ფაილებში იხილეთ:

  • ყოველთვიურად მოსაწოდებელი საკანცელარიო საქონლის საშუალო რაოდენობა;
  • ყოველთვიურად მოსაწოდებელი სამეურნეო საქონლის საშუალო რაოდენობა;
  • პროდუქციის მიწოდების მისამართები საქართველოს მაშტაბით;

სატენდერო მოთხოვნები:

  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს პროდუქციის მიწოდება საქართველოს მაშტაბით თანდართულ ფაილში მითითებულ მისამართებზე;
  • მიწოდება იწარმოებს თვეში ერთხელ;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ქსელისგან ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ყოველი თვის 1-8 რიცხვამდე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • შემოთავაზებების წარმოდგენა დასაშვებია როგორც ცალკეულ ლოტზე, აგრეთვე ერთიანად;
  • შეთავაზებების განხილვის პროცესში შესაძლოა ზოგიერთ პოზიციაზე მოთხოვნილი იყოს ნიმუშის წარმოდგენა;
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების პროცენტი, რომლით სარგებლობის საშუალება მიეცემა შემსყიდველს ოფისებისთვის შესაძენ საქონელზე;
  • ოფისებისგან მიღებული შეკვეთების მიწოდება უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართებზე: სანაპიროს ქ. #10, ბელიაშვილის ქ. #142 (მეორე სართული), ფეიქრების ქ. #14ა;
  • ანგარიშსწორება იწარმოებს პროდუქციის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შევსებული ფასების ცხრილი ლოტების მიხედვით (ფასები უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს);
  • კომპანიის რეკვიზიტები (გთხოვთ მიუთითოთ პროექტის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია);
  • კორპორატიული კლიენტების სია. 

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 19 აპრილი, 18:00 სთ;
  • ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საკონტაქტო პირს:
გვანცა მხეიძე
ტელ: 592 000 880
E-mail: gvantsa.mkheidze@gepha.com

შენიშვნა: ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 აპრილი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა