26 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5195 - ტენდერს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია "ფრეგო"-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge
კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მომსახურებაზე.
სატენდერო მოთხოვნები-მახასიათებლები კამერებთან დაკავშირებით:
- ვიდეოჩამწერების და კამერების გამართული მუშაობის მონიტორინგი;
- მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინციდენტზე დრული რეაგირება, აღმოფხვრა და გამოსწორება;
- შსს-ს მოთხოვნებისამებრ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მოყვანა მწყობრში, თუ ასეთის საჭიროება იქნება;
- შსს-ს საიტზე ინფორმაციის დროული ატვირთვა საჭიროების შემთხვევაში.
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე, კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
- მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;
სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
- სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სატარიფო პაკეტები ფასებით, მომსახურების აღწერილობა, პირობები ჩამონათვალი ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით, ჩვენი კომპანიის საკონტაქტო პირის ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი. (სასურველია Excel-ის ფორმატში);
- მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- იურიდიული ფორმა და სრული დასახელება; ხელმძღვანელის თანამდებობა, სახელი და გვარი; საიდენტიფიკაციო კოდი; იურიდიული და ფაქტიური მისამართი; მომსახურე ბანკის დასახელება; ბანკის კოდი; ანგარიშის ნომერი: საკონტაქტო პირის: ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ მოგვაწოდოთ მომსახურების განფასება და მომსახურების მოწოდების ვადები: 2019 წლის 26 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: tamar.kakabadze@frego.ge
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქტო პირი: თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
ელ. ფოსტა: tamar.kakabadze@frego.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი