ჩაბარების ვადა:

26 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5195 - ტენდერს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია "ფრეგო"-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge

კომპანია „ფრეგო“
აცხადებს ტენდერს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მომსახურებაზე.

სატენდერო მოთხოვნები-მახასიათებლები კამერებთან დაკავშირებით:

  • ვიდეოჩამწერების და კამერების გამართული მუშაობის მონიტორინგი;
  • მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინციდენტზე დრული რეაგირება, აღმოფხვრა და გამოსწორება;
  • შსს-ს მოთხოვნებისამებრ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მოყვანა მწყობრში, თუ ასეთის საჭიროება იქნება;
  • შსს-ს საიტზე ინფორმაციის დროული ატვირთვა საჭიროების შემთხვევაში.

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე, კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
  • მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:

  • სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სატარიფო პაკეტები ფასებით, მომსახურების აღწერილობა, პირობები ჩამონათვალი ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით, ჩვენი კომპანიის საკონტაქტო პირის ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი. (სასურველია Excel-ის ფორმატში);
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • იურიდიული ფორმა და სრული დასახელება; ხელმძღვანელის თანამდებობა, სახელი და გვარი; საიდენტიფიკაციო კოდი; იურიდიული და ფაქტიური მისამართი; მომსახურე ბანკის დასახელება; ბანკის კოდი; ანგარიშის ნომერი: საკონტაქტო პირის: ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

გთხოვთ მოგვაწოდოთ მომსახურების განფასება და მომსახურების მოწოდების ვადები: 2019 წლის 26 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: tamar.kakabadze@frego.ge 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქტო პირი: თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
ელ. ფოსტა: tamar.kakabadze@frego.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი