10 მაისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5258 - ტენდერი საქართველოში მზა პროდუქციის გადაზიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს საქართველოში მზა პროდუქციის გადაზიდვის შესახებ.
დეტალური ინფორმაცია მიმართულებების შესახებ, გთხოვთ იხილოთ დანართში.
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
- წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
- შემოთავაზება- განფასება შევსებული დანართის „ სატენდერო ფორმა“ მიხედვით
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა:
- ბოლო სამი წლის ბრუნვა
- კომპანიის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი
რეკომენდაცია:
- რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
- პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი
გაითვალისწინეთ, ტენდერთან დაკავშირებით შედეგი გეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 2 – 4 კვირა;
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
განიხილება მხოლოდ 10 მაისის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები