ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5258 - ტენდერი საქართველოში მზა პროდუქციის გადაზიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს საქართველოში მზა პროდუქციის გადაზიდვის შესახებ.

დეტალური ინფორმაცია მიმართულებების შესახებ, გთხოვთ იხილოთ დანართში.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • შემოთავაზება- განფასება შევსებული დანართის „ სატენდერო ფორმა“ მიხედვით

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა:

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა
  • კომპანიის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი 

რეკომენდაცია:

  • რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
  • პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი

გაითვალისწინეთ, ტენდერთან დაკავშირებით შედეგი გეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 2 – 4 კვირა;

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

განიხილება მხოლოდ 10 მაისის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები