6 ივნისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5282 - ტენდერი დაცვის სამსახურის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ''რიკო ექსპრესი'' აცხადებს ტენდერს დაცვის სამსახურის მომსახურებაზე.
შპს მისო „''რიკო ექსპრესი'' ამ დროისთვის საქართველოს მაშტაბით ფლობს 34 ფილიალს, რომელთა რიცხვიც იზრდება (ფილიალების ჩამონათვალი იხილეთ მითითებულ ბმულზე:http://www.rico.ge/index.php?m=6&branche=3)საწყის ეტაპზე თბილისის 3 ფილიალში კომპანია აცხადებს ტენდერს ცოცხალი დაცვის მომსახურებაზე სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი გრაფიკით. დაცვის თანამშრომელს საგანგაშო ღილაკებს გადასცემს დაცვის პოლიცია.
მოვალეობები:
- უზრუნველყოს უსაფრთხოება;
- გააცნოს კომპანიის პროდუქტების პირობები (ლომბარდი, იპოთეკა, თამასუქი, გზავნილები);
- მომხმარებლებს გაუწიოს კონსულტაცია აპარატზე გადახდისას;
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის სრული დასახელება;
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
- მისამართი;
- ტელეფონი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
კომერციული პირობები:
- ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა;
- მომსახურების არეალი საქართველოში;
- ყოველთვიური გადასახადი თითოეული ობიექტის დაცვაზე;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2019 წლის 06 ივნისს 17:00 საათამდე.
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: “რიკო ჯგუფი“, ჭავჭავაძის გამზ. 70, თბილისი, 0162, საქართველო.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რიკოს მიერ კადრების შერჩევა აღნიშნულ პოზიციაზე.
ტენდერის კატეგორია:
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები