ჩაბარების ვადა:

6 ივნისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5282 - ტენდერი დაცვის სამსახურის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ''რიკო ექსპრესი'' აცხადებს ტენდერს დაცვის სამსახურის მომსახურებაზე.

შპს მისო „''რიკო ექსპრესი'' ამ დროისთვის საქართველოს მაშტაბით ფლობს 34 ფილიალს, რომელთა რიცხვიც იზრდება (ფილიალების ჩამონათვალი იხილეთ მითითებულ ბმულზე:http://www.rico.ge/index.php?m=6&branche=3)საწყის ეტაპზე თბილისის 3 ფილიალში კომპანია აცხადებს ტენდერს ცოცხალი დაცვის მომსახურებაზე სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი გრაფიკით. დაცვის თანამშრომელს საგანგაშო ღილაკებს გადასცემს დაცვის პოლიცია.

მოვალეობები:

  • უზრუნველყოს უსაფრთხოება;
  • გააცნოს კომპანიის პროდუქტების პირობები (ლომბარდი, იპოთეკა, თამასუქი, გზავნილები);
  • მომხმარებლებს გაუწიოს კონსულტაცია აპარატზე გადახდისას;

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის სრული დასახელება;
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
  • მისამართი;
  • ტელეფონი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ; 

კომერციული პირობები:

  • ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა;
  • მომსახურების არეალი საქართველოში;
  • ყოველთვიური გადასახადი თითოეული ობიექტის დაცვაზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2019 წლის 06 ივნისს 17:00 საათამდე.
  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: “რიკო ჯგუფი“, ჭავჭავაძის გამზ. 70, თბილისი, 0162, საქართველო.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რიკოს მიერ კადრების შერჩევა აღნიშნულ პოზიციაზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები