14 მაისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5298 - ტენდერი დაზღვეული ავტოპარკის საევაკუაციო ტექნიკურ მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მოთხოვნები და პირობები და საშუალება მისცეს, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ კომპანიებს (შემდგომ – პრეტენდენტი) სთავაზობს შეთავაზების წარმოდგენას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ დაზღვეული ავტოპარკის საევაკუაციო, ტექნიკურ მომსახურებაზე.
შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2019 წლის 14 მაისისა.
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 08.05.2019 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 14.05.2019 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 17.05.2019 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 22.05.2019 წ.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 14 მაისი, 18:00 სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები