ჩაბარების ვადა:

14 მაისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5298 - ტენდერი დაზღვეული ავტოპარკის საევაკუაციო ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მოთხოვნები და პირობები და საშუალება მისცეს, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ კომპანიებს (შემდგომ – პრეტენდენტი) სთავაზობს შეთავაზების წარმოდგენას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ დაზღვეული ავტოპარკის საევაკუაციო, ტექნიკურ მომსახურებაზე.

შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2019 წლის 14 მაისისა.
  • სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 08.05.2019 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 14.05.2019 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 17.05.2019 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 22.05.2019 წ.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 14 მაისი, 18:00 სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები